იაგო ხვიჩია - "ლელოს" მხრიდანაც არ იყო სწორი პოზიციონირება, როცა ინიციატივები ერთპარტიულია, ყველა პარტია ფიქრობს, ქულა არ დააწერინოს, არც "ნაცმოძრაობაა" გამონაკლისი

"ლელოს" მხრიდანაც არ იყო სწორი პოზიციონირება - როცა ინიციატივები ერთპარტიულია, ყველა პარტია ფიქრობს იმ ერთს ქულა არ დააწერინოს, არც "ნაციონალური მოძრაობაა" გამონაკლისი,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თავად ამ ინიციატივას ხელი მოაწერა, რადგან იმ ვითარებაში როცა სასამართლოს და გამოძიების მიმართ ნდობა არ არსებობს, რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა, ასევე საგამოძოებო კომისიის შექმნა ლოგიკურია. მისი თქმით, კომისიის შექმნა არც არჩევნების შემდეგ იქნება დაგვიანებული, თუმცა, ამაზე პარლამენტში მსჯელობა არჩევნებამდეც შეიძლება დაიწყოს.

“ეტყობა არ სცალიათ, რეგიონებში არიან საარჩევნო კამპანიაში და ჩამოსვლა მათთვის მოსახერხებელი არ არის ან უბრალოდ შეკრულები არიან „ქოცებთან“. ზოგადად, ასეთი ტიპის ინიციატივები არ უნდა იყოს ერთპარტიული, უნდა იყოს მრავალპარტიული. როცა ეს წინასაარჩევნო პერიოდში ერთპარტიულია, ყველა პარტია ფიქრობს, რომ იმ ერთ პარტიას ქულა არ დააწერინოს. "ნაციონალური მოძრაობა" გამონაკლისი არ არის. პირიქით, ასეთი რაღაცები ქართულ პოლიტიკაში ბუნებრივია. შესაბამისად, ვფიქრობ "ლელოს" მხრიდანაც არ იყო სწორი პოზიციონირება, რომ მხოლოდ ერთი პარტიის ინიციატივა იყო, უნდა ყოფილიყო ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც ასე უხეშად ხელს ვერავინ კრავდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მე ვერ გამოვასწორებ, მე ვამბობ ჩემს მოსაზრებას, ყველასთან მივიდოდი და ვეტყოდი ერთობლივად ხომ არ შეგვეტანა ინიციატივა. თუმცა, მთავარი პასუხისმგებელი არის ის, ვინც უარი განაცხადა. რაც შეეხება მელიას, მე მაინც უფრო მგონია, რომ ივანიშვილის თავყრილობაში ქოცდეპუტაციას გულისხმობს, ვიდრე სხვებს, რადგან მისი თანაპარტიელებიც არიან ამ პარლამენტის წევრები, ამიტომ მგონი არ იგულისხმებდა, რომ ისინიც ივანიშვილის თავყრილობის ნაწილად უნდა ჩავთვალოთ. ივანიშვილის თავყრილობა დაუძახოს ხატია დეკანოიძეს და ლევან ბეჟაშვილის ერთობლიობას არ ჩანს ლოგიკური, ამიტომ არ მგონია ამას გულისხმობდეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, სავარაუდო ფარული მოსმენის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა "ლელოს" ეკუთვნის. ფრაქციაში ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ. ნიკა მელიას განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა