გიორგი კანდელაკი - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაქვეითება მსოფლიო დღის წესრიგში არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ მტკიცედ უნდა უთხრას უარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაქვეითება მსოფლიო დღის წესრიგში, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ ძალიან მტკიცედ უნდა უთხრას უარი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რუსეთის დუმის უკანონო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენა, შედეგად კი განხილვის საგანი, მხოლოდ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.

„სახელმწიფო დუმაში უკანონო არჩევნები ჩატარდა და ეს მოვლენა არ გამოიყენა ჩვენმა მთავრობამ, პირველ რიგში, კი ადამიანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემისადმი მაღალ დონეზე მსოფლიო საზოგადოებისა და ლიდერების ყურადღება მოეპყრო. თუ არ ჩავთვლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ უღიმღამო და უბრალოდ მოვალეობის მოსახდელად გაკეთებულ ბიუროკრატიულ განცხადებას, პრემიერ-მინისტრს არ გამოუყენებია ეს მომენტი, რომ მაგალითად, დაერეკა რომელიმე მსოფლიო ლიდერისთვის და ყურადღება მიეპყრო ჩვენი პრობლემის მიმართ, წერილიც არ გაუგზავნია, მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტისთვის. წერილი რომ გაეგზავნა, რა დაშავდებოდა ამით?! შედეგად, მაღალ დონეზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ძირითადად, მხოლოდ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, სადაც, ასევე, უკანონოდ ჩატარდა რუსეთის დუმის ე.წ. არჩევნები, რადგანაც ეს არჩევნები ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის, ევროკავშირმაც არ აღიარა, როგორც სამართლიანი და გამართული. ისმის კითხვა, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებისა და მსოფლიო ლიდერების ფოკუსის დაქვეითება ან გაქრობა იყოს კარგი და სახეზეა სწორედ ეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მიმართ მსოფლიო ლიდერების, ინსტიტუტების ყურადღების შესუსტება, რიგ შემთხვევაში საერთოდ გაქრობა. ეს არის ვითომ „ქართული ოცნების“ წარმატებული საგარეო პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი საკითხი - ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მთლიანად გამქრალია მსოფლიო პოლიტიკის მაღალი დონიდან და რუსეთ-დასავლეთის მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, აი, მაგალითად, იგივე დევნილთა დაბრუნების საკითხი, აქტუალიზაცია იმისა, რომ იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა არის ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი. ასე რომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაქვეითება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რის გამოც 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ ძალიან მტკიცედ უნდა უთხრას უარი,“ - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა