ასლან ბჟანია - ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რუსეთთან შეთანხმებას უახლოეს ხანში მოეწერება ხელი

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის „მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითვალისწინებს, ხელი უახლოეს ხანში მოეწერება.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წელს მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ, რომელიც იქნება საფუძველი აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ. ის ასევე განსაზღვრავს პირთა სამართლებრივ სტატუსს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია. შეთანხმება მზად არის. ის შეთანხმებულია რუსეთისა და აფხაზეთის მხარეებს შორის და მას ხელი უახლოეს ხანში მოეწერება“ , - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა