ელენე ხოშტარია - არავის შერჩება დანაშაული და სისასტიკე ადამიანების წინააღმდეგ, ამას გადაყვება "ქართული ოცნება”

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დმანისსა და რუსთავში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ხოშტარიას განცხადებით, მსგავსი ფაქტები უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას და შესაბამისად, ხოშტარიას განცხადებითვე, ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია.

ხოშტარიას თქმით, რუსთავსა და დმანისში უმძიმესი ფაქტები მოხდა.

"ვნახე შემზარავი ფოტოები დაზარალებული ადამიანების და ფაქტია, რომ ძალიან დიდი სისასტიკით და იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობა დაუზიანეს ადამიანებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი, ურთიერთობის ერთადერთი ფორმა არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება. ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, სკამის გამო, თუნდაც ოპონენტებთან ამ სახის ურთიერთობა არის ძალიან საშიში საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის.

დღეს, საქართველოში, არც ერთ ადგილას, არც ერთ ქალაქში, არც ერთ სოფელში ჩვენი მოქალაქეები ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ გვაკარგინებენ მშვიდობას, ერთადერთი რამის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი იგრძნოს კომფორტში და მისმა ამ დაჯგუფებამ, "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნოს სკამები. ამაზე ამორალური რა შეიძლება იყოს, რომ სკამის შენარჩუნებისთვის სახე გადაუხსნა შენს თანამოქალაქეს, შენს ოპონენტს, უბრალოდ ადამიანს. ვაპირებ ჩავიდე დმანისში და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას. ჩვენ ფიზიკურად ადამიანებს ყველანაირად დავიცავთ. არავის მივცემთ საშუალებას, ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიქნებით ყველა ჩვენი მოქალაქის გვერდში, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, ვინ რომელ პარტიაშია, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. არავის არ შერჩება დანაშაული და ასეთი სისასტიკე ადამიანების წინააღდეგ, ამას გადაყვება "ქართული ოცნება." ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამწვავებს იმ ვითარებას, რომ გარდაუვალია ამ ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა