საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო

საქართველოს უნივერსიტეტი, უკვე პრაქტიკულად ჩაერთო ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმართვაში, უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გახსნა covid 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი, სადაც, სრულად აღჭურვილ გარემოში, პროფესიონალი ამცრელი გუნდი წარუძღვება ვაქცინაციას.

მოქალაქეებს როგორც ონლაინ რეგისტრაციით აგრეთვე ცოცხალი რიგით შეეძლებათ აცრა, Sinovac და Sinopharm ვაქცინებით. რეგისტრაციის გავლისას, დაწესებულების ველში უნდა მიუთითონ შპს საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა. https://booking.moh.gov.ge/

კლინიკა „იუჯი რეავიტა დენტი“ ვაქცინაციის პროცესს 24 სექტემბერიდან დაიწყებს, შემდეგი გრაფიკით: პარასკევი: 18:00-დან 20:00 სთ-მდე

შაბათი: 14:00-დან 18:00 სთ-მდე

კვირა: 10:00-დან 15:00 სთ-მდე

ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქე, მისთვის სასურველ დროს შეძლებს ვაქცინაციას, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებიბის სკოლის კორპუსში, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება