დღეს "საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე" აღინიშნება

დღესსაერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში (16-22 სექტემბერი) მსოფლიო მასშტაბით უკვე 20 წელია აღინიშნება.

საქართველოში ამ თარიღს რამდენიმე წელია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავის პარტნიორებთან ერთად საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით აღნიშნავს.

ევროპის მობილობის კვირეულის მთავარი გზავნილია „მდგრადი ტრანსპორტი უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის“.

მოტორიზაციის ზრდამ და ავტოტრანსპორტის ემისიებმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ ევროპის მობილობის კვირეულის მიზანია ნულამდე შემცირდეს ავტოტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია ეკო-მეგობრული ტრანსპორტის აქტიური გამოყენებით.

22 სექტემბრის (დღე ავტომობილის გარეშე) მთავარი მოწოდებაა - მოქალაქეებმა ერთი დღით უარი თქვან თავიანთ ავტომობილებზე და ისარგებლონ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან იარონ ფეხით.

„არაერთმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ პანდემიის დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ დაბალია იმ შემთხვევაში, თუ წესების დაცვა სათანადოდ ხდება, შესაბამისად მგზავრობისას მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა და მგზავრების მხრიდან წესების დაცვა”, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო