მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადებები სამწუხაროდ ისეთია, რაც სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამწუხაროდ ისეთია, რომელიც სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ბანერების შესახებ ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში ეროვნულ წარმომავლობაზე მითითება სწორი არ არის.

"ვწუხვარ, როცა ამგვარი ფორმით გამოითქმის მითითება ეროვნულ წარმომავლობაზე, ეს არ არის სწორი. როცა კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით არ არსებობს აუცილებლობა, რომ მითითება მოხდეს ეროვნებაზე, ეს შეიძლება მიუთითებდეს დაკნინების სურვილის არსებობაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება საკითხის შინაარსს, აქაც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვან შეცდომებთან გვაქვს საქმე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამწუხაროდ ისეთია, რომელიც სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და პასუხადაც არ ღირს მსგავსი განცხადებებოს კომენტირება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სისხლიანი ბანერების ავტორი "ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოთრეული პირი, მოშე კლუგჰაფტია". მისი შეფასებით, სწორედ ის არის „გენერალი ქართული საზოგადოების ტვინების წინააღმდეგ ომში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა