საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლოში ჩვენებას ერთ-ერთი პოლიციელი მისცემს.

საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა ბრძანება, რომ იმჟამინდელი საპატრულო პოლიციის იმიჯის გადასარჩენად, მომხდარს პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმის სახე უნდა მისცემოდა.

„პატრულ-ინსპექტორი დაიკითხება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა დავალება, რომ პოლიციის იმიჯი გადაერჩინათ და ფაქტისათვის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელზე თავდასხმის სახე მიეცათ და ეს ასეც განახორციელეს. მოხდა იარაღის, საბრძოლო მასალის ჩადება, უკანონოდ მიეცნენ პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ასევე გარდაცვლილი ბუტა რობაქიძე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად იქნა გამოცხადებული", - განაცხადა სადრაძემ.

როგორც ცნობილია, ზურაბ ადეიშვილი ქვეყნიდან წასულია და მისი პროცესები დაუსწრებლად იმართება. დღევანდელ სხდომას არ ესწრება არც ირაკლი ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს(დაუსწრებლად) ბრალი დაახლოებით, ერთი წლის წინ წაუყენეს.

ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა