ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძე მივიდა

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მივიდა. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ გასაუბრებებით პროკურატურაში ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რეალური გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ყველაფრის დამკვეთი დღევანდელი მმართველი ძალის ხელმძღვანელობაა, შესაბამისად, ისინი თავიანთ დანაშაულს არ გამოიკვლევენ.

„დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში ობიექტური და პირუთვნელი გამოძიების იმედი არ მაქვს. ველოდები, რომ გამაცნობენ არაერთ ჩანაწერს, რომელიც ასახავს ჩემთან სხვადასხვა პირების საუბარს. ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის ცნობილია გახლავთ სასულიერო პირის შეტყობინება, რომელიც მან გამომიგზავნა საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით და ზედმიწევნით არის ასახული ამ ფაილებში. ახლა ველოდები ანალოგიურ შეტყობინებებს, ან საუბრების ჩანაწერების ტრანსკრიფტს. ამ გასაუბრებებით პროკურატურაში ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს მიმდინარეობს რეალური გამოძიება. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი იყო დღევანდელი მმართველი ძალის ხელმძღვანელობა. შეუძლებელია ამ რაოდენობის ფარული მოსმენების წარმოება იმის გარეშე, რომ სუს-ის ინფრასტრუქტურა სრულად არ ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, თუ მოსმენების დამკვეთები არიან ხელისუფლებაში ცხადია, რომ ისინი არ გამოიკვლევენ თავიანთ დანაშაულს, ამიტომ ობიექტური გამოძიება მოხდება მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება და გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც. ასევე გამოიკითხა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს