ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021

ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე

"ექვსთა კავშირში“ საქართველოს ჩათრევას, შესაძლოა, მედიატორის ფუნქციის მინიჭებით ცდილობენ

***

ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე

"ეს არ იყო დებატები, ეს იყო დებატების პაროდია, სადაც ყველა საარჩევნო კანდიდატი მიმართულია ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის 16 კანდიდატის დებატებს და აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიება არაფრის მომცემია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე

"ფორმატი ისეთია, ადამიანები ვერაფრის თქმას ვერ ასწრებენ. გარდა ამისა, ჩვენნაირ პოლარიზებულ ქვეყანაში ყველას აქვს პრობლემა სამთავრობო კანდიდატთან და რჩება შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი კანდიდატები არიან ერთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში - კახა კალაძის. ორი წუთის განმავლობაში სერიოზულად ვერც საკუთარი პროგრამის წარმოჩენას მოასწრებ და ვერც არგუმენტირებულად ვინმეს გაკრიტიკებას. ეს იყო მხოლოდ დებატების პაროდია ვიდრე რეალურად დებატები, დებატები მხოლოდ ორ კანდიდატს შორის შეიძლება მიმდინარეობდეს. ეს არ იყო არაფრის მომცემი არც საზოგადოებისთვის და არც თავად კანდიდატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატი ერთის წინააღმდეგაა მიმართული, რეალურად ეს პროცესი მაინც სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ მიმდინარეობს, გამომდინარე იქედან, რომ იმდენად გაბნეულია ეს პროცესები, რეალურად ვერანაირი მინუსების წარმოჩენა ვერ ხერხდება ამომრჩევლის წინაშე. დებატების წარმართვას არსი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გავლენას ახდენს ამომრჩევლის ორიენტაციაზე და სერიოზულად შეგიძლია წარმოადგინო პროგრამა და წარმართო არგუმენტირებული დიალოგი", - განაცხადა ანალიტიკოსმა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მან ისაუბრა ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების შესახებაც და განაცხადა, რომ ეს მისი ჩვეულებრივი სტილია და ამაში ახალი არაფერი იყო. "მოვდა მელია, თქვა სიტყვა და დატოვა დებატები, იგნორირება გაუკეთა ყველაფერს. ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა გარდამტეხი მოვლენა მელიას მხარდამჭერებისთვის, აღნიშნული ქმედება ჯდება თავის სტრატეგიულ ქმედებაში. „როგორც მან თქვა, მოვიდა, რათა კალაძეს პირისპირ უთხრას, რას ფიქრობს მასზე და ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს, სათქმელს პირისპირ ეტყვის თუ ტელევიზიების მეშვეობით", - განაცხადა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა. თქვა, რომ პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს. „აქ მოვედი, რადგან „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით", -განაცხადა მელიამ. მისივე თქმით აღნიშნული დებატები არაფრის მომცემია და მასში მონაწილეობა არის უშედეგო. აღნიშნულ ქმედებას „ქართული ოცნების" კანდიდატის რეპლიკა მოჰყვა. „ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი", - მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას”, - წერს სტატიის ავტორი.

"ექვსთა კავშირში“ საქართველოს ჩათრევას, შესაძლოა, მედიატორის ფუნქციის მინიჭებით ცდილობენ

"საქართველოსთვის ერთგვარი რეგიონალური შუამავლის ფუნქციის მინიჭება შესაძლოა ერთგვარი სატყუარა იყოს და მიზნად ისახავდეს საქართველოს დათანხმებას ე.წ. „ექვსთა კავშირში" მონაწილეობაზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა სომხეთ-თურქეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში საქართველოს როლზე საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ექვსთა კავშირში“ საქართველოს ჩათრევას, შესაძლოა, მედიატორის ფუნქციის მინიჭებით ცდილობენ

"ჯერჯერობით საქართველოს რაიმე დიდი როლი არ შეუსრულებია ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის გასამყარებლად, თუმცა პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, თანაც თუ ამ შემთხვევაში საქართველოს გავლით მიხდა ამ ორი ქვეყნის კომუნიკაცია. შესაძლოა ეს არის ფარული მცდებობა, რომ საქართველო ჩაითრიონ იმ "ექვსთა პლადფორმაში" რომელზეც ქვეყანამ უარი თქვა, ეს არის რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთის გაერთიანება სადაც სურდათ საქართველოს მიღებაც, თუმცა საქართველომ უარი განაცხადა. შესაძლოა ერთგვარი მედიატორის როლის მინიჭებით სწორედ ამას ცდილობდნენ ეს ქვეყნები", - განაცხადა გოგოლაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში საქართველოს მედიატორობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 19 სექტემბერს განაცხადა. „თუ თქვენ ერდოღანთან შეხვედრა გსურთ, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგათ. ჩვენ შეხვედრისთვის დახურული არ ვართ, საჭიროა მხოლოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კეთილგანწყობის დემონსტრირებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ფაშინიანის წინადადება დიალოგის შესახებ. თუ ეს შეხვედრა შედგა, თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის მზადაა", - განაცხადა ერდოანმა. რაც შეეხება "ექვსთა კავშირს", ასეთი პლატფორმის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სწორედ თურქეთში გაჩნდა. თურქეთის ხელისუფლების აზრით, ასეთი კავშირის შექმნა, რომელშიც თურქეთის გარდა რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შევლენ, რეგიონში გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუმცა, ეს პლატფორმა მიუღებელია საქართველოსთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების სახით სერიოზული პრობლემები აქვს რუსეთთან, ხოლო საქართველოს გარეშე ასეთი კავშირი აზრს კარგავს”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა