სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ვარკეთილის მესამე მასივში მცხოვრებლებს შეხვდა

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ვარკეთილის მესამე მასივში, ელდარის ქუჩის და ჯავახეთის ქუჩისმცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ვარკეთილის მასივში განხორციელდა, როდესაც მოეწყო შიდა გზები, გადახურეს არაერთი კორპუსის სახურავი და გარემონტდა სადარბაზოები. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახა კალაძის გუნდის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

„შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზეც იმსჯელა. საუბარი შეეხო ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების თემას, რომელზეც კახა კალაძემ თავის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ეს პროცესი სწორედ ვარკეთილიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ელდარის ქუჩაზე, #109-ე სკოლის შენობაში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდათ. შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა