ლევან დავითაშვილი ზუგდიდში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო

თხილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. შარშანდელ სეზონზე 100 მლნ დოლარს გადააჭარბა თხილის ექსპორტის ღირებულებამ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ზუგდიდში, კომპანიაში „ჯეო-ნათსი" იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძირითად გამოწვევებს დაავადებები და აზიური ფაროსანა წარმოადგენს.

„ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით როგორც მეთხილე ფერმერებს, ისე გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა სეზონი შევაფასოთ, განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, პრობლემები, მომავალი წლის გეგმები. წლევანდელი წელი კარგად დაიწყო, უხვი იყო მოსავალი, თუმცა, ბოლო პერიოდში, ამინდებმა გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება. თხილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული კულტურაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. შარშანდელ სეზონზე 100 მლნ დოლარს გადააჭარბა თხილის ექსპორტის ღირებულება; მას შემდეგ, რაც ჩვენ ძირითადი გამოწვევები - დაავადებები და აზიური ფაროსანა, რომელიც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას, კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ. შესაბამისად, დარგი ვითარდება. თუმცა, განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს გამოწვევები, რომელზეც საჭიროა მუდმივი მუშაობა, მსხვილ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან კომუნიკაცია, რათა სახელმწიფოს პოლიტიკა და კერძო სექტორის ინტერესები თანხვედრაში იყოს და მეტი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა; თხილის კულტურა კი, რეგიონში ერთ-ერთი ძირითადია. ადგილობრივების შემოსავალი გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მათივე ცნობით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა