იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა დევნილ ბავშვებს სასკოლო ნივთები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ დევნილ ბავშვებს სასკოლო ნივთები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად უცნობ გმირთა ქუჩის №85-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ნივთები საჩუქრად 6-დან 9 წლამდე, 300-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“