ანატოლი ბიბილოვი - ჩვენი და აფხაზეთის სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია - არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში

ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი სახელმწიფოების აღიარება შეუქცევადი პროცესია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ეს ერთ წელიწადში მოხდება, თუ ორში. სირიის მხრიდან აღიარება ამას მოწმობს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით იმყოფება.

„ჩვენ გვაღიარებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება,“- დასძინა დე ფაქტო ლიდერმა.

შეგახსენებთ, აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავენ. „საზეიმო ღონისძიებებში“ მონაწილეობის მიღების მიზნით აფხაზეთში ცხინვალის დე ფაქტო დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა