დავით ქევხიშვილი - საქართველოს პრემიერმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან გამოთქვა სურვილი, რომ ქვეყანა მზად არის უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან გამოთქვა სურვილი, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში, - ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა, ხორვატიაში, ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა მზაობა და გვერდში დგომა ძიუდოს ფედერაციის მიმართ.

„ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მზად არის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველომ უმასპინძლოს გრან სლემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ძიუდოს მომავალი პოპულარიზაციისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა და იმედს ვიტოვებ, რომ ისტორიაში პირველად, უახლოეს პერიოდში საქართველო უმასპინძლებს ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. ძიუდო აგრძელებს წინსვლას და ვიმედოვნებ, რომ ქართველი ძიუდოისტები და ჩვენი ფედერაცია ბევრი წარმატებით ისევ გაახარებს ჩვენს გულშემატკივარს“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს