ირაკლი ღარიბაშვილი - რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? - როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში

რა თქვა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო? - მარტივი პასუხია სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცახადა.

მისივე თქმით, ვინც ამ პროცეს ხელს შეუშლის, ყველა ადამიანი კანონის ფარგლებში დაისჯება.

„რა თქვა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო ? ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება ჩამოვალ, ჩამოვალ. არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იცის რომ ციხეში შევა. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. მისი სურვილი და მიზანი ძალაუფლების დაბრუნებას უკავშირდება, რაც მიუღწეველი ოცნებაა სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე კანონის ფარგლებში ყველა მკაცრად აგებს პასუხს. დავუსვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება და ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით. სააკაშვილი არის მსჯავრდებული და იგი იმსახურებს ციხეს, იმიტომ რომ მან გამოუსწორებელი შედეგები და ზიანი მოუტანა ჩვენ ქვეყანას და მოსახლეობას. ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიცრუა და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამინის და მხარდაჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ, რომ არეულობა და დაბნეულობა შემოიტანონ. მარტივი პასუხია სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო მიმართვაში განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დაიცვან გამარჯვება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე