ბექა დავითულიანი - როცა ოფისისკენ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა

ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია.

ამასთან, დავითულიანი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო შესაძლოა გაყალბებული იყოს.

„შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული და თუ ეს ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის „რეალითი შოუ“,- განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი „დახუჭობანას“ თამაშობს.

„ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში „დახუჭობანას“ არავინ ეთამაშებოდა და ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს. ძალიან სასაცილო და არასერიოზულია“, - განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას“, - აცხადებს სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია