შალვა პაპუაშვილი - პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს

პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს - დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური მოძრაობა, საბოლოოდ დასრულდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა არეულობისა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნო კამპანია არ აქვს. დეზინფორმაცია და ყალბი ამბები არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ, ამიტომ დღეს ამით, საბოლოოდ დაიმთავრეს თავი. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილი არ არის აქ და არც აპირებს ჩამოსვლას. პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს და პრობლემა ის არის, რომ სულ ცოტა ხანში მისი მხარდამჭერები გაარკვევენ, რომ მან და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო საკუთარი მხარდამჭერები - ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. ენდობით ადამიანს, რომელმაც 17-ჯერ დადო პირობა, რომ ჩამოვიდოდა? საკუთარი ამომრჩევლების და მომხრეების წინაშე პირობა დადო, რომ ჩამოვიდოდა და 17-ჯერვე მასხრად აიგდო მან საკუთარი ამომრჩევლები და რატომ უჯერებთ ამ ადამიანის სიტყვებს? მოგიწოდებთ ყველას კონცენტრირდეთ ხვალინდელ არჩევნებზე. ხვალ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას ვინ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს. მოდით, ყველა არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას“. “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი გეგმა არ აქვს, გარდა არეულობისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილი ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა