„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის თანახმად, თვითმართველობის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ფლანგს მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის თანახმად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ფლანგს მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს.

მედიამონიტორინგის მიხედვით, ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, როგორებიც არიან „ქართული იდეა“, „ქართული მარში“, და „ერთობა, რაობა, იმედი“ შეფარულ კამპანიას სოციალური მედიაში აწარმოებენ.

ამასთან, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა შეისწავლა და ჯამში 625 მანიპულაციური ნარატივი გამოავლინა.

„საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკურ პარტიებად ტრანსფორმაციის აშკარა ტენდენციის მიუხედავად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ფლანგს მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს. თუმცა ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, როგორებიც არიან „ქართული იდეა“, „ქართული მარში“, და „ერთობა, რაობა, იმედი“ შეფარულ კამპანიას სოციალური მედიაში მაინც აწარმოებენ. მათი კამპანია ემსახურება როგორც სახელისუფლებო ძალის, ასევე, ოპონენტი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ შეისწავლა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა და ჯამში 625 მანიპულაციური ნარატივი გამოააშკარავა პოლიტიკური სუბიექტების - „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული იდეისა“ და „ერის“ მხარდამჭერ, კოორდინირებულ ქსელში ჩართულ 20 „ფეისბუქ“ გვერდზე.

ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტები, პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან წინასაარჩევნო პროცესებში და ამომრჩევლის პოლიტიკურ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით რელიგიურ და ეთნონაციონალისტურ მანიპულაციურ გზავნილებს იყენებენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მრავალფეროვანი საარჩევნო პროგრამით გამოირჩევა. ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის პარტია აქტიურად იყენებს სხვადასხვა მედია საშუალებებსა და პლატფორმებს, ტელეარხ „ობიექტივს“, პარტიულ „იუთუბ არხს“ და კოორდინირებულად მოქმედ „ფეისბუქ“ ჯგუფებს. ვებგვერდზე პატრიოტს.გე კი, ონლაინ გამოცემის სახით, საარჩევნო პროგრამასა და ხედვებს აზიარებს. 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში პარტია მთავარ გამოწვევად ეკონომიკური სიდუხჭირის აღმოფხვრას ასახელებს და სახელმწიფო ზრუნვის მთავარ ობიექტებად მოიაზრებს პენსიონერებს, ვეტერანებს, ხელმოკლე ოჯახებსა და დევნილებს. „პატრიოტთა ალიანსი“ ყურადღებას ისევ ამახვილებს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე და ამომრჩეველს „სააკაშვილი-ბოკერიას“ ტანდემის სამართლებრივ დასჯას უანონსებს. წინასაარჩევნოდ ლიდერების აქტივობები და პოლიტიკური განცხადებები ავტომატურ რეჟიმში ზიარდება პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე და ჯგუფში - „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები“.

მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ „ფეისბუქ“ ჯგუფებზე „გონიერი საქართველო“ და „ბაკურ სვანიძის ინტერნეტ-TV და მეგობარი საიტები (ახალი ლინკები)“, შესამჩნევია კონკურენტი ოპოზიციური პარტიებისა და სახელისუფლებო ძალების დისკრედიტაცია და მკვეთრად ანტითურქული და ანტიდასავლური რიტორიკა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სოციალურ მედიაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულები საარჩევნო პროცესში. კერძოდ, „ქართული იდეა“ და „ერი,“ კოორდინირებულად მოქმედი, მხარდამჭერი „ფეისბუქ“ გვერდების საშუალებით აწარმოებენ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ მედია კამპანიას მკვეთრად პოლიტიკური ელფერით; რელიგიურ და ეთნონაციონალისტურ ნარატივებზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმის გაჩენას და აღრმავებენ პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესს. პარტიები „ქართული იდეა“ და „ერი“ მხარდამჭერ პლატფორმებზე, მკვეთრად ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტივაქსერული კამპანიის ფონზე ახდენენ სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციას. საგულისხმო ტენდენციაა, რომ ისინი ღიად უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“, თუმცა არა ბიძინა ივანიშვილს, რაც ხელისუფლების არაფორმალური ლიდერისადმი მათი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მაჩვენებელი შეიძლება იყოს“, - ნათქვამია მედიამონიტორინგის შედეგებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა