კახა კახიშვილი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ვა-ბანკი, ბოლო გასროლა

ეს არის მიხეილ სააკაშვილის ვა-ბანკი, ბოლო გასროლა - გათვლაა, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს და ამ გზით არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, საკუთრივ კი “ქართულ ოცნებას“ მიღებული ხმების პროცენტი დააკლდეს , - აღნიშნულ შეფასებას უმრავლესობის დეპუტატი კახა კახიშვილი აკეთებს.

კახიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიერ “ფეისბუქით“ გავრცელებული ვიდეოები "ფეიკია".

“ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, არჩევნების შემდეგ სააკაშვილი იტყვის, რომ არჩევნებზე იმ რაოდენობის ადამიანთა მობილიზება ვერ მოხდა, რაც მისი უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა და როგორც ჩუმად და ფარულად შემოვიდა საქართველოში, ასევე ფარულად წავიდა.

მან ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ თავად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა ისაუბრა, რომ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში მიდის, მაგრამ უკრაინაში უკან მალე ბრუნდება.

კახიშვილი მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მიზანზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ მისი ამოცანა პოლარიზაცია და ოპოზიციური ხმების “ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გამოყენებაა.

“თუკი ადამიანს მკაფიო გზავნილის დემონსტრირება სურს, რომ არის ბათუმში ან რომელიმე სხვა ქალაქში, ვიდეოს შავ-ბნელ ფონზე არ გადაიღებდა. თუ მან, მისი გაგებით გაბედა და ბათუმის ბულვარში ისეირნა, რომელიმე ღირშესანიშნავ ადგილას მკვეთრი ვიდეოს გადაღება მარტივი იქნებოდა, რათა მერე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო და ვარაუდების ადგილი არ გაჩენილიყო. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი ბათუმში არ არის.

სააკაშვილმა იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება. ეს ბოლო არჩევნებია და ამიტომ ცდილობს, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია მაქსიმალურად მოახდინოს. ამავდროულად მოხდება “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობას გაზრდის. მოგეხსენებათ, არჩევნების შედეგები მისული ამომრჩევლების რაოდენობით დგება. შესაბამისად, გათვლაა, მაქსიმალურად გაზარდონ მისული ამომრჩევლის რაოდენობა, რათა მათი გათვლით, უფრო დაბალი პროცენტი დაფიქსირდეს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს