ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2021

"შეიძლება "ოცნებამაც“ ალტერნატიული აქცია დააორგანიზოს, სახიფათო სცენარია" - ანჯაფარიძე

"მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ აფიორათან ან უმსხვილეს ღალატთან" - მამუკა არეშიძე სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე

***

"შეიძლება "ოცნებამაც“ ალტერნატიული აქცია დააორგანიზოს, სახიფათო სცენარია" - ანჯაფარიძე

“შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" ალტერნატიული მიტინგი დააორგანიზოს, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა, სადაც არა მგონია, რომ ნაკლები ხალხი გამოვიდეს, თუკი ასეთი რამ მოხდა, ძალიან სახიფათო სცენარი იქნება - ამის შესახებ "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტის შეფასებისას განაცხადა, სადაც ექპსრეზიდენტი აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს თბილისში აქცია იქნება, რომელსაც თავადაც შეუერთდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეიძლება "ოცნებამაც“ ალტერნატიული აქცია დააორგანიზოს, სახიფათო სცენარია - ანჯაფარიძე

"ანჯაფარიძე სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ვიდეომონტაჟის ფართო საშუალებები არსებობს, თუმცა მისი თქმით თუ მართლაც საქართველოშია, ამით შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდენ. "ვიდეოკადრებით, რაც ვიხილეთ, რთულია იმის თქმა, ის ნამდვილად ბათუმშია თუ არა, ბოლოს და ბოლოს მონტაჟის და კადრების დადების ფართო საშუალებები არსებობს, საზღვარი რომ გადმოეკვეთა, შესაბამისი სტრუქტურები დააფიქსირებდნენ, თუკი რეალურად აქაა, როგორც ჩანს, რაღაც შემოვლითი გზით შემოვიდა, რითაც უსაფრთხოების სამსახური და შსს ბოლოსდაბოლოს უნდა დაინტერესდნენ, ვაკუუმში ხომ არ იქნება მოქცეული, ალბათ ვიღაცასთან ექნება კომუნიკაცია და ა.შ. შესაბამისად ამის საფუძველზე სამსახურებს შეუძლიათ მისი ადგილმდებარეობის ლოკალიზება," - განაცხადა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კითხვაზე თუ სააკაშვილი საქართველოში არაა, მაშინ რა მიზანს ემსახურება მსგავსი ვიოდეოების გამოქვეყნება, ანჯაფარიძე აცხადებს: "საერთოდ სააკაშვილის დაანონსება, რომ ის საქართველოში ჩამოდის, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ მომხრეების მობილიზაცია გაეკეთებინა, რადგან სპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა "ნაცმოძრაობა" მიშელის დოკუმენტს შვიდი თვე ხელს არ აწერდა, შემდეგ მოაწერა და პარლამენტში შევიდა, პარტიის მხარდამჭერები დაბნეულები იყვნენ, მათზე ზეგავლენას ალბათ შიდაპარტიული გადაადგილებებიც იქონიებდა, რომ სააკაშვილი ლიდერის პოზიციებს, ხომ არ კარგავს. "რადგანაც პარტიის ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ჯერჯერობით სააკაშვილის მხარდამჭერია, მათ რაღაცნაირად მამობილიზებელი ფაქტორი სჭირდებოდათ და ეტყობა პარტიაში გადაწყვიტეს, რომ სწორედ ამით შეძლებდნენ ელექტორატის მობილიზებას, რადგან „ნაცმოძრაობას" სხვა მამობილიზებელი ფაქტორი აღარ დარჩა, ნიკანორ მელია ასეთ ფაქტორად არ გამოდგება, ერთადერთი, რაც დარჩათ, ესაა მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად ამ ფაქტორის გამოყენება გადაწყვიტეს," - განაცხადა ანჯაფარიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

„სააკაშვილმა ვიდეომიმართვების შემდეგ ფეისბუქზე დაწერა, რომ 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად კოლონები უნდა დაიძრას, ერთ-ერთ ასეთ კოლონას კი თავადაც შეუერთდება. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ სააკაშვილი მართლაც საქართველოშია, დაანონსებულ აქციას შეუერთდა და საზოგადოებაში გამოჩნდა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ, თავისი ვალდებულოება უნდა არასრულოს. „როგორც რიგითი მოქალაქე ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება არ აღასრულა, ან ამისი მცდელობა მაინც არ იქნა, ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, სახელმწიფომ ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა აღასრულოს, მიუხედავად იმისა, ვიღაცა რას იტყვის შინ თუ გარეთ. „მერე უკვე პროცესები როგორ განვითარდება, ესეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, შედგება სასამართლო და სააკაშვილს დაენიშნება თუ არა ადვოკატი, ეს უკვე მეორე ეტაპია, მაგრამ სახელმწიფომ მისი ვალდებულება უნდა აღასრულოს, მისცემს თუ არა მას ამის უფლებას ხალხი, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ იქ რამხელა მასა შეგროვდება, შესაძლოა ცოტა იმაზე მეტი ადამიანი მივიდეს, ვიდრე „ნაციონალების" მიტინგზე იყო, მაგრამ არა მგონია, რომ მაინცდამაინც ბევრი ხალხი გამოვიდეს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ" ალტერნატიული მიტინგი დააორგანიზოს, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა, სადაც არა მგონია, რომ ნაკლები ხალხი გამოვიდეს, თუკი ასეთი რამ მოხდა, ძალიან სახიფათო სცენარი იქნება. „განცხადებებით, რომელსაც ევროპარლამენტარები და აშშ-სელჩი აკეთებენ, ჩანს, რომ მათ საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია არ სურთ, აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას დასავლეთში დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ ერთი დეტალიცაა, საერთოდ დასავლეთს ასეთი მიდგომა აქვს, ისინი არეულობისგან და დესტაბილიზაციისგან თავს იზღვევენ, თუმცა 2003 წელსაც არ უნდოდათ, რომ რევოლუცია მომხდარიყო, მაგრამ მერე, როცა რევოლუცია მოხდა, მხარი სააკაშვილს დაუჭირეს," - განაცხადა ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ აფიორათან ან უმსხვილეს ღალატთან" - მამუკა არეშიძე სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე

"შსს და „ქართული ოცნება" სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას უარყოფენ, ოპოზიციაში კი დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობაა, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ უმსხვილეს აფიორათან ან უმსხვილეს ღალატთან", - წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ აფიორათან ან უმსხვილეს ღალატთან" - მამუკა არეშიძე სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე

"დღეს დილით სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელიც ღამით, სავარაუდოდ სარფის ნეიტრალურ ზონაშია გადაღებული. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამას კლოუნადას უწოდებს, და აცხადებს, რომ სააკაშვილი სქართველოში არ არის და მისი ვიდეო აქ არაა ჩაწერილი. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მას სააკაშვილთან ჰქონდა ვიდეოზარი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა იმავე ლოკაციიდან განახორციელა, რაც მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, თუმცა რა დროს შედგა აღნიშნული კომუნიკაცია, ხერხეულიძე არ აკონკრეტებს. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას, ამ დრომდე მას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო - ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც," - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი საკითხი ახლა არის ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. არეშიძის თქმით, თუ სააკაშვილი მართლაც საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ საზღვარი უკანონოდაა გადმოლახული და ეს ხელისუფლების რიგებში ღალატზე მიანიშნებს, და თუ საქართველოში არაა, მაშინ საქმე დიდ ტყუილთან გვაქვს. „ან ერთი ტყუის, ან მეორე. თუ სააკაშვილი საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოლახა, ან ვიღაცამ შემოიყვანა. თუ ვიღაცამ შემოიყვანა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ღალატი ყოფილა და თუ ღალატია, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საზღვრები და საკუთარი თანამშრომლები აკონტროლოს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ახლა ის შემთხვევა არაა, ჩატაევი თავის დროზე ჩუმად რომ შემოიპარა, მაშინ არავინ არ ელოდებოდა ასეთ რამეს, ახლა კი ყველა ელდებოდა, რომ სააკაშვილი გამოჩდებოდა. თუ დავუშვათ სააკაშვილი იტყუება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გადაღებული აქვს შავიზღვისპირეთის რომელიღაც სხვა ქალაქში, შეიძლება თურქეთის ტერიტორიაზე. „ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი მხარე, „ნაცმოძრაობაც" კი არ ადასტურებს, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც აქაა, ამიტომაც უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დიდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ უმსხვილეს აფიორათან, ან უმსხვილეს ღალატთან," - განაცხადა არეშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა