ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვესმის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და კრიმინალი, იგი სამარცხვინოდ არაერთგზის მოიქცა, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს

კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა და კრიმინალი. სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ არაერთგზის მოიქცა, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას.

“მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს. ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღვანდელ ოპერაციას და ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა.

კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა. კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა