პრეზიდენტი - იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის - ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს

ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დროა ქართველმა ხალხმა სახელმწიფო არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთად ააშენოს.

„აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე, ამ ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევრპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. უნდა შეასრულოს ყველა დაპირება, მიცემული საკუთარი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე. იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის გაცხადება. დროა, წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა პარლამენტში ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი იპოვოს და ერთად, და არა ერთმანეთის წინაღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა