თამარ კორძაია - კრწანისში მდებარე სამ უბანზე ელექტრონული ხმის მიცემის სისტემამ ვერ იმუშავა, ამიტომაც კენჭისყრა ჩვეულებრივი წესით ტარდება

პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, კრწანისში მდებარე სამ უბანზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად უნდა ჩატარებულიყო, ჩვეულებრივი წესით ტარდება, რადგან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემამ ვერ იმუშავა.

მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის და მოსყიდვის შემთხვევები. კორძაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ დარღვევებზე დროულად მოახდინონ რეაგირება.

„დარღვევები სამწუხაროდ, მატულობს. დედოფლისწყაროში, პირველ საარჩევნო უბანზე ყუთი არ იყო დალუქული და უკვე 100-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ხმა მიცემული. ბუნებრივია, ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს და ვითხოვთ უბნის ბათილობას და უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს. უფრო და უფრო იზრდება ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის შემთხვევები. ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" მიიყვანოს მისი მომხრეები იძულების წესით, პრაქტიკულად. მინდა გითხრათ, რომ დაიხვეწა ფორმები და დღეს უკვე საარჩევნო კომისიის წევრები ყურსასმენებით და მიკროფონებით აწვდიან ინფორმაციას სახელების და გვარების შესახებ. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს დღის განმავლობაში ამომრჩევლის მიერ თავისუფალი ნების საფუძველზე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. პრობლემებია კრწანისში, სადაც სატესტო რეჟიმში უნდა ჩაეტარებინათ ელექტრონული არჩევნები და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო სათანადოდ მათი ჩატარება. 18-ე, 24-ე და 38-ე უბნებზე ჩვეულებრივი წესით გაგრძელდა კენჭისყრის პროცედურები, რადგან ვერ იმუშავა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემამ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ აბაშაში 7-ე უბანზე აღმოჩენილ იქნა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ამასთან დაკავშირებითაც დაწერილია საჩივარი. მცხეთაშიც მასიურად ხდება 100-მეტრიანი დისტანციის დარღვევა. ასევე, მარნეულში 48-ე უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, გორში 32-ე და მე-40-ე უბანზე კომისია არ იბარებს საჩივრებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საარჩევნო კომისიას, დროზე აღმოფხვრას არსებული დარღვევები. საბურთალოზე 41-ე უბანთან ზვიად კუპრავას მიერ აღმოჩენილ იქნა სწორედ 41-ით მითითებული საარჩევნო სიები, სადაც ნათლად სჩანს, რომ ადამიანები მიჰყავთ იძულებით.

ყველა აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები წერენ საჩივრებს, მიმართავენ პოლიციას და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეძლებს იმას მაინც, რომ ეს შეცდომები აღმოფხვრას. ვაკვირდებით და ჯერჯერობით სახეზე მხოლოდ დარღვევების მომატება გვაქვს“, - განაცხადა კორძაიამ.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს