დიმიტრი მედოევი - სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვოს

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვოს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საგარეო მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„სამხრეთ ოსეთს“ აქვს უფლება, მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია იმ ადგილზე, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი. ვგულისხმობ 2004 და 2008 წლების დანაშაულებებს, რომელიც დანაშაულებად ითვლება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის კონვენციის მიხედვით“,- აღნიშნა მედოევმა.

მისივე თქმით, „სააკაშვილის საქართველოდან ექსტრადირების შემთხვევაში“, მას ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი და შესაბამისი გადაწყვეტილება.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია