ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საუბნო კომისიის წევრი ძროხის დასაბმელად სახლში წავიდა და კომისიაში მალევე დაბრუნდა

ტყიბულში, N24 სოფელ ოჯოლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევნების მიმდინარეობისას კომისია დროებით დატოვა და ისევ დაბრუნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" „სტრატეგია აღმაშენებლის“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა დავით კაკაურიძემ განუცხადა, კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი უკანონოდ დატოვა, რის გამოც მას განმარტება მოთხოვეს.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და აცხადებენ, რომ კომისიის წევრს საარჩევნო უბნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. ასევე განმარტავენ, რომ კომისიის წევრი არის სოფლად მცხოვრები მარტოხელა მამაკაცი და სახლში ძროხის დასაბმელად წავიდა და მალევე დაბრუნდა საარჩევნო კომისიაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა