ხატია დეკანოიძე - ქუთაისის ბევრ საარჩევნო უბანზე ოპოზიცია დამაჯერებლად ლიდერობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის ბევრ საარჩევნო უბანზე ოპოზიცია დამაჯერებლად ლიდერობს.

გარდა ამისა, როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის ბევრ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის ქსეროქსის ფურცელი არ აქვთ. აღნიშნულის გამო ხატია დეკანოიძე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან საკითხში პირად ჩარევას მოითხოვს.

„თბილისის მოგება და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური საწყისია იმ მიზნისკენ, საითაც მივდივართ. რაც შეეხება ქუთაისს, დაიწყო შედეგების დათვლა. ამოვიდა პირველი შედეგი 92-ე უბნიდან, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი - 101/50-ზე, შესაბამისად, ითვლება სხვა უბნებიც. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი უბანია, სადაც ოპოზიცია დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა ბევრ უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის კომისიის წევრებს, ეუბნებიან, რომ ოქმებისთვის ქსეროქსის ფურცელი არ აქვთ, ეს არის სამარცხვინო და წარმოუდგენელი. ამიტომ, სასწრაფოდ, მოვითხოვ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიისგან, თავმჯდომარისგან პირად ჩარევას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია