ზაურ დარგალი - ჩვენ არცერთი დაპირისპირება და პროვოკაცია არ გვაწყობდა - აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციას, რადგან იცოდნენ წაგებულები იყვნენ

ჩვენ არცერთი დაპირისპირება, პროვოკაცია არ გვაწყობდა - დაპირისპირება აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციას, რადგან იცოდნენ წაგებულები იყვნენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

როგორც დარგალი განმარტავს, "ქართული ოცნება" პირველივე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს. დღეს, მარნეულში, როგორც ვაცხადებდით, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ პირველივე ტურში. საკმაოდ მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე. დილიდან საღამომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც დღის განმავლობაში გეუბნებოდით, მოსალოდნელი იყო პროვოკაციები, მოხდა რამდენიმე პროვოკაციაც, თუმცა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა", - განაცხადა დარგალმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა "გირჩის" წევრის ცემის ფაქტს, დარგალმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

"არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუმცა, რაც მოხდა, ამაში "ქართული ოცნების" წევრების ჩართულობა, დაპირისპირება არ იყო. ჩვენ მოგებული გვაქვს ეს არჩევნები, ვიცოდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა ყოველ შეხვედრაზე თითოეულ სოფელში ვგრძნობდით მოსახლეობის მხარდაჭერას და ჩვენ არცერთი დაპირისპირება, პროვოკაცია არ გვაწყობდა. დაპირისპირება აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციას, რადგან იცოდნენ წაგებულები იყვნენ", - განაცხადა დარგალმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა