შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ოპონენტებს უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ

იმ კითხვას, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაუსვეს მოსახლეობას, მოსახლეობამ გასცა უარყოფითი პასუხი - ჩვენს ოპონენტებს უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მათ მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. პაპუაშვილის თქმით, წინა წლებთან შედარებით, ამ არჩევნებზე მეორე ტურის დაბალი რაოდენობაა.

„მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია, მათ შორის. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ გვქონდა 17 მეორე ტური, 2016 წელს 50 მეორე ტური, ასე რომ აქ გასაკვირი არაფერია, მთავარი არის ვინ იგებს არჩევნებს, ის, ვის რა შედეგი აქვს. პირველ ტურში ჩვენ შედეგი ვაჩვენეთ, გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და გარწმუნებთ, მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს ოპოზიციის გეგმებზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ ამომრჩეველს არ უსმენენ და ურჩია უცხოელ პარტნიორებს და მათ შეფასებებს მოუსმინონ.

„თვალი გაუსწორონ რეალობას, გამოცდილება აჩვენებს, რომ იგივე მდინარეში მეორედ არ უნდა შეხვიდე. ისინი თუ იგივე მდინარეში მეორეჯერ შესვლას გადაწყვეტენ, ჩვენ ვიცით, ეს რით სრულდება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა