ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი დბარმა ე.წ. პრეზიდენტს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა, რაც 30 სექტემბერს სოხუმის სანაპიროზე მომხდარ სროლას უკავშირდება.

ეს განცხადება მან ასლან ბჟანიას ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირზე გააკეთა.

დბარმა იმედი გამოთქვა, რომ „დეპუტატები“, ვისაც ამ ინციდენტთან შეხება აქვს, ასევე მოიქცევიან.

ე.წ. პრეზიდენტმა დბარის განცხადება დააკმაყოფილა იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება დასრულდება და მისი მოვალეობის შემსრულებლად რუსლან აჟიბა დანიშნა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა იძიებს 30 სექტემბრის ინციდენტს, რომლის დროსაც სოფელ აძიუბჟას „ვეტერანებსა“ და ე.წ. პარლამენტის წევრს გარი კოკაიას შორის სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში სროლა მოხდა, რა დროსაც ადგილზე მილიციის თანამშრომლები მივიდნენ ე.წ. შს მინისტრ დიმიტრი დბართან ერთად. მათ „დეპუტატს“ იარაღის ჩაბარე მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამას შეხლა-შემოხლა მოყვა, რის შედეგადაც, ე.წ. აფხაზეთის ომის გმირები დაშავდნენ - სულ შვიდი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში სამუშაო ვიზიტი შეწყვიტა და სოხუმში დაბრუნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა