ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. სამთავრობო შენობების ირგვლივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ბრძანება გასცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. სამართალდამცავ სტრუქტურებს სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უბრძანა.

უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ორშაბათს დაგეგმილ ე.წ. პარლამენტის სხდომასთან არის დაკავშირებული. სხდომა 30 სექტემბერს მომხდარ ე.წ. დეპუტატ, გარი კოკაიასთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დღეს დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან კოკაიას მომხრეების შეკრება იგეგმება. გარდა ამისა, მიტინგზე გამოსვლისკენ თავის მომხრეებს ომის ვეტერანთა ოპოზიციურმა გაერთიანება „არუაამაც“ მიმართა.

ბჟანიას თქმით, საჭიროა, 4 ოქტომბერს „დეპუტატებს“ მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცეთ და მათზე ყოველგვარი ზეწოლა თავიდან იყოს აცილებული.

მანვე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პარტიების ხელმძღვანელებს, ასევე თანამოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური აქციების და არასანქცირებული მიტინგების გამართვისგან.

30 სექტემბრის ინციდენტის გამო, რომელიც ე.წ.დეპუტატ გარი კოკაიასა და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, ასლან ბჟანიამ შს მინისტრი დიმიტრი დბარი თანამდებობიდან გადააყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა