გიგი უგულავა - ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე „ოცნება“ კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია

მე სრული ჩემი შეგნებით ვაპირებ ფოთისა და ფოთელებისთვის ბრძოლას, დამოუკიდებლად იმისა გავხდები თუ არა მერი, - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

გიგი უგულავა მიმართავს ფოთის მცხოვრებლებს და აღნიშნავს, რომ რჩება ფოთში, როგორც მერობის კანდიდატი, როგორც რეფერენდუმის ლიდერი და უკვე, როგორც რიგითი ფოთელი.

„ჩემო ფოთელებო, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ფოთელს ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. დიახ, პირველ რიგში ყველას, ვინც სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ, ჩვენ პოლიტიკოსებმა ერთმანეთი, მადლობა ყველა ამომრჩეველს ეკუთვნის.

ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. ბევრ რამეს ახლებურად შევხედე. არც ჩემი აღფთოვანებაა ადვილი, არც გაოცება და არც გაბრაზება, მაგრამ ყველაზე ძნელი და ჩემთვის აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ რაიმე ძალიან შემიყვარდებოდა. განვლილმა წლებმა და ციხეებმა მეგონა, რომ ეს გრძნობა საბოლოოდ დამაკარგვინა, მაგრამ ფოთმა ეს მოახერხა. შემიყვარდა ძალიან აქაურობა. კი ბატონო, ალბათ, აქაური არ გავხდი და ამას დრო სჭირდება-სიყვარული დროში უნდა გამოიბრძმიდოს, მაგრამ რასაც ახლა ვგრძნობ არის მარტივად გამოსათქმელი: მე სრული ჩემი შეგნებით ვაპირებ ფოთისა და ფოთელებისთვის ბრძოლას, დამოუკიდებლად იმისა გავხდები თუ არა მერი. ვიყო ფოთის მერი ეს უბრალოდ უკეთესი შესაძლებლობაა სწრაფად და ეფექტურად დავძრათ პრობლემები მკვდარი წერტილიდან - პორტი შემოვაბრუნოთ ქალაქისკენ, ხოლო ქალაქი ზღვისკენ. დავაბრუნოთ აქ ხალხი, გავაცოცხლოთ ქალაქი, შევქმნათ რეალური სამუშაო და საარსებო პირობები. ჩათვალეთ, რომ ფოთი ჩემი იდეა ფიქსია და ამიტომ არ მოგასვენებთ, არ მოგეშვებით სანამ ცვლილებებს, გაუმჯობესებას არ იგრძნობს თითოეული ფოთელი

განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მხარი დამიჭირა და მენდო. მე თქვენ იმედს არ გაგიცრუებთ.

გასაკუთრებული მადლობა ვინც ირწმუნა, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი იყო და ქვეყნის გადასარჩენად, ცვლილებებისთვის უარყო მმართველი ძალა. მასიური დაშინების, მოსყიდვის პირობებში ეს ადვილი არაა. ეს გმირობის ტოლფასია

მადლობა მათ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მათ რამე სიკეთეს მოუტანს. მართალია თქვენ სცდებით, მაგრამ მე მესმის თქვენი.

ცვლილებებს თან ახლავს შიში, შიში სამსახურის დაკარგვის, მარტო დარჩენის. არაა ადვილი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა. ასევე, მესმის, რომ ჩვენ განსხვავებულად აღვიქვათ ცხოვრებას. მე არ მაქვს ილუზია, რომ ერთმანეთს სრულად გავუგებთ. ასეთი რამ არსად ხდება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს აუცილებლდ პატივი უნდა ვცეთ. სულ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ერთმანეთის განადგურებით მიზანს ვერასდროს მივაღწევთ. არადა დრო გადის და ქალაქი უკან მიდის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იძირება.

დიახ, მეგობრებო, ახლა იწყება ამ რეფერენდუმის მეორე და გარდამტეხი ეტაპი. თქვენ ნახეთ, რომ ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე „ოცნება“ კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. ეს პროცესი შეუქცევადია, ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით და ოლიგარქიის მარცხით დასრულდება

გამარჯვება ახლოსაა, გამარჯვებას ბოლომდე ბრძოლა სჭირდება. მე ვრჩები ფოთში, როგორც მერობის კანდიდატი, როგორც რეფერენდუმის ლიდერი და აწი უკვე როგორც რიგითი ფოთელი“, - წერს გიგი უგულავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა