იაგო ხვიჩია - მალე სააკაშვილს უკრაინაში “დაადეპორტებენ“ და საქართველოში კრება დარჩება მხიარული

მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის - ის ციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ზის, რასაც ორივე მხარემ უკვე მიაღწია, - აღნიშნულ შეფასებას პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აკეთებს.

ხვიჩიას თქმით, "მალე სააკაშვილს უკრაინაში „დაადეპორტებენ“ და საქართველოში კრება დარჩება მხიარული".

"ექსტრადირება მოხდება. ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია! მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე ცოტა ხანი აწუწუნებენ უკრაინის პრეზიდენტს, პარტნიორებს, ქართველ ხალხს და შემდეგ გაუშვებენ", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა