„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ მეორე ტურში ამომრჩევლებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მეორე ტურში ყველამ ოპოზიციურად განწყობილ კანდიდატს უნდა მისცეს ხმა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არავინ უნდა დაუჭიროს მხარი. ამასთან, სერგო ჩიხლაძის თქმით, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებში მოსალოდნელი შედეგი ვერ აჩვენა. „არჩევნებში, მთავარია მეორე ტურების დასრულება. მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ძირითად/დიდ ქალაქებში დამარცხდეს, რაც დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ყველას მოვუწოდებთ, მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირონ. მეორე ტურში ხმა ყველამ ოპოზიციურად განწყობილ კანდიდატებს უნდა მივცეთ, ყველა ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში ოპოზიციურ კანდიდატებს და არცერთი ხმა 41-ს. ზოგადად ოპოზიციურ პარტიებთან იქნება გარკვეული კონსულტაციები, რადგან უფრო მეტ შედეგებს მოველოდით და „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერ აჩვენა ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა