მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს - მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მან ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, სადაც ის ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს.

„მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია - თავისუფლება მიშას იმართება.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა