თაკო ჩარკვიანი - 43%-ზე ლაპარაკი აღარ არის? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 30 ოქტომბერს არ გააყალბებენ? - ხომ არ გადავირიეთ ხალხო?

ვერ გავიგე, 43%-ზე რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? სად არის?! გადალახეს 43%, არ გაუყალბებია?! ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 30 ოქტომბერს არ გააყალბებენ?! ხომ არ გადავირიეთ ხალხო?! ,- ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჩარკვიანი განმარტავს, საქართველოს ანექსია მიმდინარეობს.

„არც ბრძოლაში შემოსვლისთვის და არც ბრძოლაში გასვლისთვის, ნებართვა არ ამიღია. არც პრივატიზირებული ვიცი საქართველოს პრეზიდენტი. „ნაციონალური მოძრაობის“, უმსხვილესი, უმაგრესი პარტიის, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი მგონია, თორემ აქ არ ვიქნებოდი მე. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, მთელი ხიბლი იმაშია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია! ერთმანეთს და ფრაზებს გავუფრთხილდეთ, როგორც მე გიფრთხილდებით, ისე გაუფრთხილდით ყველას, ვინც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ აქ არის”, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ჩარკვიანის თქმით, მას ლეგიტიმური კითხვა აქვს.

მეორე, ეს უკვე ჩემი ლეგიტიმური კითხვაა. ვერ გავიგე, 43%-ზე რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? სად არის?! გადალახეს 43%, არ გაუყალბებია?! ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 30 ოქტომბერს არ გააყალბებენ?! ხომ არ გადავირიეთ ხალხო?! საქართველოს ანექსია მიმდინარეობს! არ მაინტერესებს არცერთი პარტია, ჩემი პარტია ისე მივაგდე უკან არ მომიხედია, აქ არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, მისი სახელი ერთხელ არ გამომიყენებია. ვინმეს შეფარება კი არ მჭირდება, ჩემი დამოუკიდებელი მანდატი მაქვს, „ნაციონალებით“ მანდატი არ ამიღია! მე ვგულშემატკივრობ თქვენს დიდ პატრიოტიზმს. არც ბრძოლაში შემოსვლა მიკითხავს 2018 წელს, ოკეანის ტალახში, რომ გავიარე, იმიტომ რომ მივხვდი, შეცდომა დაგვემართა 2012 წელს. რა ვქნა, ვერ აღმოვჩნდი გახრწნილი, ვერ დავიჯერე, რომ ამხელა მილიარდერი თავის ქვეყანას კი არ ააყვავებდა, გაყიდდა. მაგრამ ბევრს მოუვიდა ეს შეცდომა, დღევანდელ „ნაციონალსაც“, - აღნიშნავს ჩარკვიანი.

როგორც თამარ ჩარკვიანი განმარტავს, „ტყვია მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრისთვის არის“ და არა ერთმანეთისთვის.

„ნუ დაველოდებით. უბედურებასთან გვაქვს საქმე. 30 ოქტომბერს მოიტაცებს ჩვენს ქვეყანას. თავის აგარაკად აქცევს დილით, 6:00 საათზე. შემდეგ ამ პრეზიდენტს, თუ მოვახერხებთ უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები დავრჩებით, ან საერთოდ საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში. ამიტომ, ჩემი ანალიზით ვამბობ, მე, რაც გამაჩნია რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი განადგურებულია 30 რიცხვამდე პერმანენტული ყოველდღიური, პატარა-დიდი მზადება ერთი ნაციონალური, ეროვნული მოძრაობისთვის. იმ მოძრაობას წინ გაუძღვება მისი პარტია ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. მანამდე ვაკონტროლოთ თითოეული ფრაზა ერთმანეთის მიმართ: ტყვია მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრისთვის არის! ერთმანეთისთვის არა! გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს ის კაცი 30-მდე ციხიდან “, - აღნიშნავს ჩარკვიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა