ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივ წვრთნებს ეხმაურებიან და საქართველოს მხრიდან პროვოკაციულ გამოხტომას უწოდებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY 2021“-ის დაწყებას ეხმაურება და მას საქართველოს მხრიდან საშიშ პროვოკაციულ გამოხტომას უწოდებს, რომელიც მიმართულია საქართველოს სამხედრო ამბიციის წახალისებისკენ.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად გადაწყვიტა შექმნას თავის ტერიტორიაზე თავისებური პოლიგონი საბრძოლო მოქმედებების დასამუშავებლად უსახელო მტრის წინააღმდეგ. თანაც ამერიკისა და ნატოს სამხედრო ძალა და პოტენციალი ქართველი სტრატეგიებისთვის უკვე აღარ არის საკმარისი და ბოლო წლებია, თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ანკარასთან და ბაქოსთან“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ „აფხაზი დიპლომატები“ ეჭვქვეშ აყენებენ სამხედრო წვრთნების გაცხადებულ მიზნებს.

„ოდესღაც საუბრობდნენ რკინიგზის დაცვის აუცილებლობაზე, ახლა კი შესაძლოა საჭირო გახდეს რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვა“, - აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ აფხაზეთში უყურადღებოდ არ ტოვებენ „საქართველოში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შესაბამისი ქმედებებისთვის თავისი ტერიტორიის დასაცავად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა