ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 28 120-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

კოვიდ 19-ს კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხმა 421-ს მიაღწია.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 6, გაგრაში - 16, ტყვარჩელში - 7, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 78.