მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ვლადიმერ ზელენსკის - მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით

„ჩემზე ემოციურად ძალიან იმოქმედა თქვენმა სიტყვებმა, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომლითაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს.

“სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინაც, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების ბევრი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ