შალვა პაპუაშვილი - მინდა მოვუწოდო ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს

მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოვუწოდო ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ დნობა არ გამოუცხადეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მხარდამჭერებს არჩევნებში გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათ უკვე მერვედ მოგვცეს მაღალი ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, ამ ნდობას ჩვენ ვიღებთ ადგილობრივი, ეროვნული და საგარეო პოლიტიკის მოწონებად და ამ პოლიტიკის გაგრძელების მანდატად. არჩევნები ყველას მიერ შეფასდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ როგორც თავისუფალი და კონკურენტული. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს თავისუფალი და კონკურენტული ყოფილიყო, ორი ფაქტორი იყო ყველაზე გადამწყვეტი - საარჩევნო რეფორმა, რომელიც გატარდა, იყო წარმატებული და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული და ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, უბნებს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის სამწუხარო ფაქტი, რაც ცესკოს დაკომპლექტებასთან იყო დაკავშირებული. იმასთან, რომ ოპოზიციამ და მათ შორის არასამთავრობო სექტორმა მხარი არ დაუჭირეს მათ შორის ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილს. მინდა აქედან მას პირადად მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც მან ამ მცირე ხანში გაწია, ამ ორგანიზებულად ჩატარებული არჩევნებისთვის. 2020 წელს თამარ ჟვანიას მიმართ ისმოდა ისეთი ბრალდებები, პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი ყველანაირი. მაშინაც ვამბობდი, რომ ბოდიში მოეხადათ თამარ ჟვანიასთვის. ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ - გარდა იმისა, რომ მანამდეც საგამოძიებო კომისიის სხვა ფაქტებით დადასტურებული იყო, რომ ყველა ბრალდება ქალბატონი თამარის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი, ამ არჩევნებმაც დაადასტურა ეს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს ქალბატონი თამარი და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც ქალბატონი თამარის პირდაპირი ბრალმდებელი იყო, ახლა მაინც მოუხადეთ ქალბატონ თამარ ჟვანიას ბოდიში და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ დნობა არ გამოუცხადეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ