ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება - საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა

საქართველოს ოთხმა მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა, - ინფორმაციას „სპუტნიკი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

„შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა. დამრღვევებმა გაქცევა სცადეს, მას შემდეგ რაც ოსმა მესაზღვრეებმა ისინი დააფიქსირეს. ერთი მათგანი უკან, საქართველოში გაიქცა, ორი - მესაზღვრეებმა დააკავეს, კიდევ ერთი კი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ის მოგვიანებით დააკავეს“, - აცხადებენ ე.წ. „კომიტეტში“.

მათი მტკიცებით, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„დაშავებულ მოქალაქეს საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ჰუმანიტარული მიზეზების გამო განიხილება დაშავებული პირის „ქართული მხარისთვის“ გადაცემის საკითხი, დანარჩენ დაკავებულებთან დაკავშირებით კი გაგრძელდება „კანონით გათვალისწინებული პროცედურული ქმედებები“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს