შალვა მხატრიშვილმა სავალუტო ინტერვენციების ეფექტებზე საერთაშორისო სემინარზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა მხატრიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) სემინარში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება სსფ-ს კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული სემინარები CCAMTAC-ის წევრი ქვეყნებისა და სსფ-ს წარმომადგენლების კვლევებისა და ანალიტიკური ნამუშევრების განხილვას ემსახურება.

„სემინარზე შალვა მხატრიშვილმა წარადგინა ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომი, რომელიც აანალიზებს რა გავლენა აქვს სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებს ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ სექტორში ლიკვიდობის რისკის მინიმიზაციისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს საკმარისად ფართო გირაოს ბაზა. ნაშრომის დისკუსანტი იყო ალტინაი აიდაროვა, სსფ-ს CCAMTAC-ის მრჩეველი მონეტარული და უცხოური ვალუტის ოპერაციების მიმართულებით, ხოლო სემინარის მოდერატორი - სელიმ ჩაკირი, სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს სსფ-ს მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და CCAMTAC-ის ორგანიზებით გაიმართა ვირტუალური კონფერენცია „დოლარიზაცია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონში“. ღონისძიების ფარგლებში, შალვა მხატრიშვილმა ხაზი გაუსვა დოლარიზაციის გარეგან ეფექტებს, რაც დე-დოლარიზაციის აქტიურ პოლიტიკას აუცილებელს ხდის, და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო