სერგო ჩიხლაძე - კეკლუცობას არ დავიწყებ, იყო სტრატეგიული შეცდომები, სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვით

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში გაუარესებული შედეგი პარტიის მიერ დაშვებულმა სტრატეგიულმა შეცდომებმა განაპირობა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ისაუბრა.

ასევე, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ პარტიას ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლისა და ძალადობის გამო დაფინანსება შეუმცირდა.

„ანალიზი მიმდინარეობს, ეს არ არის ერთი დღის და ერთი საათის ამბავი. აქ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეხო ხელისუფლების მხრიდან, დაშინება, შანტაჟი ზეწოლა კანდიდატებზე, მხარდამჭერებზე, რესურსების არ არსებობა, იგივე ფინანსური რესურსების არ არსებობა. არცერთი კომერციული რეკლამაც კი არ გვქონია და ა.შ. ბევრი ობიექტური მიზეზები იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, კეკლუცობას არ დავიწყებ, იყო სტრატეგიული შეცდომები, ჩვენი სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვით. ის კი არა, რომ იდეა გვქონდა არასწორი, ხშირ შემთხვევაში ვერ მივიტანეთ ეს იდეა როგორც საჭიროა ამომრჩევლამდე. აქ იყო პანდემიის საკითხი, შეზღუდული იყო ურთიერთობა. იყო მცირე დრო, ერთთვიანი კამპანია, ჩვენ 30 აგვისტოს გავხსენით კამპანია.

მიმდინარეობს კიდევ გუნდში ანალიზი, მაგრამ, ჩემი აზრია, რომ არასაკმარისი იყო ეს დრო, გვეგონა, რომ ერთი თვე საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მით უმეტეს შეზღუდული ფინანსები, შეზღუდული მედია რესურსები და ა.შ. და ამ დაძაბულობის და ძალადობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა.

სხვათა შორის შეერთებული შტატების საელჩოს და სენატის განცხადებებშიც არის საუბარი არათანაბარზომიერ ფინანსებზე. შემომწირველები არსად არ გამქრალან, მაგრამ დაექვემდებარნენ სამწუხაროდ, იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ჩვენი შემომწირველები იყვნენ ძირითადად საშუალო, მცირე მეწარმე, ვისაც ჩვენს მიმართ სიმპათიები ჰქონდათ, შესაბამისად, ეს ადამიანები იყვნენ დაშინებული. მათ შორის ჩვენი მეგობრებიც, რომლებიც ჩვენ გვეხმარებოდნენ, ბოდიშის მოხდით, მაგრამ იმ ძალადობის ფონზე გარკვეულ ზეწოლას განიცდიდნენ ხელისუფლების მხრიდან და შესაბამისად ვეღარ გაიღეს შემოწირულობები, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. ხომ უჩვეულოა, რომ ყველა ერთად გადაირია, ყველა მეწარმე და მხოლოდ ხელისუფლებას სწირავდნენ და არავინ ოპოზიციურ პარტიებს, ესეც იყო, ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, გიორგი ვაშაძე და პარტია ახლა საარჩევნო საქმიანობის ბოლომდე მიყვანითა და მიღებული შედეგების ანალიზითაა დაკავებული.

გიორგი ვაშაძე ამჟამად თბილისშია, ხვალ ექნება სპეციალური ბრიფინგი. ხვალ ეწყება საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი ვიზიტი, ამისთვის ემზადება და პლუს ამას, არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო საჭირო მჭიდრო კონტაქტი რეგიონულ ორგანიზაციებთან, შტაბებთან, ასევე ანალიზის ჩატარება და საარჩევნო საქმიანობის ბოლომდე მიყვანა და ჩვენ, ყველანი ამაში ვიყავით ეს ორი დღე აქტიურად ჩართული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა