ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-საელჩოში იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველთან, ლენა ოუენსთან გაცნობითი ხასიათის შევედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილმა სტუმარს კომიტეტის პრიორიტეტები, სამოქმედო გეგმა და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეები ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ქალბატონი ლენა ოუენსი ჩართული იქნება იმ სამართლებრივ რეფორმებში, რომლებიც საქართველოში განხორციელდება და სწორედ, ის იქნება ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი აშშ-ის საელჩოდან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და პირადად მე როგორც აქამდე ვახორციელებდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან მჭიდრო თანმშრომლობას, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა