გიორგი ვაშაძე - ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ - მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს

ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ ამ უთანასწორო არჩევნებიდან, რომელშიც პოლარიზებამ თავისი როლი ითამაშა",-ამის შესახებ "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ პარტია გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს უკეთესი განვითარებისთვის.

"სტრატეგია აღმაშენებელი" გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს უკეთესი განვითარებისა და წინსვლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 7 მუნიციალიტეტში გვეყოლება საკრებულოში ჩვენი წარმომადგენლები, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ბრძოლისთვის, სრული მხარდაჭერა. ჩვენ ვიქნებით იმ ხალხის ხმა, ვისაც დავპირდით, რომ ადგილობრივების ხმას მივიტანთ საკრებულომდე, თვითმმართველობამდე და დავიცავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას", - განაცხადა ვაშაძემ.

მან საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად და მხარი დაუჭირონ ყველა კანდიდატს, რომელიც არ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას".

"რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ჩვენ, ჩვენი კომისიის წევრებით აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას იმაში, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იყოს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე, მხარი დაუჭირონ ყველა კანდიდატს, რომელიც ყველა ოპოზიციურ, დამოუკიდებელ კანდიდატს,სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ამ მძიმე ვითარებაში. სამწუხაროდ, პოლარიზება და მძიმე პოლიტიკური გარემო, არსად წასულა, ყველას გვმართებს პასუხისმგებლობით მუშაობა იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ დიდი უფსკრული, რომელიც ქვეყანაშია, პირველ რიგში, მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" თქვენი განცხადებებით ნუ ახალისებთ დაპირისპირებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას ქვეყანაში.

საქართველოს სჭირდება ნორმალური განვითარება და ამ ნორმალურ განვითარებაში გადაწყვეტილებები ყოველთვის ხალხმა უნდა მიიღოს", -განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა