სერგო ჩიხლაძე - კოალიციური კონფიგურაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კონსულტაციები ჩვენთან ჯერჯერობით არ დაწყებულა

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ის თბილისში კოალიციური მთავრობის კონფიგურაციის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ ყოფილა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ახლა მთავარია საერთო ძალებით შედეგზე გასვლა.

„თბილისში კოალიციურ მთავრობაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა, ეს კონსულტაციები ჩვენთან არ დაწყებულა. წინმსწრებად ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე მზაობა არ გვქონია. კონსულტაციები და გარკვეული მოლაპარაკებები იქნება და მერე დაზუსტებით, სხვა პარტიებთან და პარტიის შიგნით კონსულტაციების შედეგად ამაზე ვისაუბრებთ.

თუ გახსოვთ, მანამდეც ვსაუბრობდით კოალიციურ კონფიგურაციაზე ქალაქის დონეზე, რომელიც შეიძლება შემდეგ ქვეყნის დონეზე გადავიტანოთ, მასშტაბით. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ადამიანები ეფემერულ რაღაცას კი არა, კონკრეტულ ადმიანებს თუ დაინახავენ, შეიძლება პროცესისადმი მეტი ნდობა გაუჩნდეთ.

როგორც ასეთი, მე კოალიციური კონფიგურაციის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ამაზე მსჯელობა არ გვქონია. ახლა მთავარი ის არის, რომ საერთო ძალებით მოვახდინოთ შედეგზე გასვლა. კოალიციურ მთავრობაში ვინ, როგორ იქნება წარმოდგენილი, ეს უკვე კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების საგანი იქნება“, - აღნიშნავს ჩიხლაძე.

მისივე თქმით, პარტია საკრებულოების დონეზე ყველა მოპოვებული მანდატის გამოყენებას გეგმავს.

„საკრებულოებში 8 მანდატი გვაქვს, შეიძლება მეცხრეც დაემატოს. რა თქმა უნდა, მანდატების გამოყენებას ვაპირებთ, რაც იქნება ჩვენი აქტიური დასაყრდენი მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი კანდიდატები გავიდნენ. ზოგ მუნიციპალიტეტში ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა მთლიანობაში უფრო მეტს მოველოდით“, - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი და დასძენს, რომ აღნიშნულის მიზეზი ბევრი ობიქტური ფაქტორია, მათ შორის არის სტრატეგიული შეცდომებიც, რაზეც მიმდინარეობს ანალიზი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა