ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.

გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია და დიდი ტრაგედიაა, კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამვხატო ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში, რაც გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია