სანდრო რაქვიაშვილი - პირადად მე, „ნაცმოძრაობას” ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის პარტიად აღვიქვამდი

პირადად მე, „ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის პარტიად აღვიქვამდი - მაშინაც როცა ნიკა მელია პარტიის ლიდერი გახდა, გასაგები იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის იგნორირებას ვერავინ მოახდენს და ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგში უდიდესი მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია და ასობით ათასი ადამიანი სავარაუდოდ უშუალოდ მისი მხარდამჭერია.

„თუ პარტიაში პრობლემები არსებობს, ადრე თუ გვიან გამოჩნდება. ამ პარტიაში მიხეილ სააკაშვილი დიდი ფაქტორია. ამის ნათელი მაგალითია „ევროპული საქართველო”, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” რომ გამოეყო, მაშინ ყველა ცნობილი სახე გამოვიდა და მთელი რესურსი გამოიტანეს, მაგრამ ფაქტობრივად, ნული რეიტინგი დარჩათ. ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონის შედარება შეუძლებელია", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს