საია - ველით, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის სადავო უბნებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოელის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დააკმაყოფილებს ყველა არგუმენტირებულ მოთხოვნას და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გადათვლის სადავო უბნებს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესების და მის შედეგებთან მიმართებით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში)[1] აკვირდებოდა. კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის პროცესის შემდგომ, საია-მ შეისწავლა ამავე ოლქებში შემავალ უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. შედეგად, კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე, საია-მ სამართლებრივი რეაგირება ჯამში 350-ზე მეტ შემთხვევაზე მოახდინა.

ამათგან: საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი; კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში; შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე https://gyla.ge/ge/post/kentchisyris-dghes-da-shemajamebel-oqmebshi-dafiqsirebul-darghvevebze-saia-m-samartlebrivi-reagireba-350-ze-met-shemtkhvevashi-moitkhova#sthash.X4HzdtZH.hqpvfH2T.dpbs

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ