შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი

ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის - როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომლებმაც სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

პაპუაშვილის თქმით, კონკრეტული დეპუტატები სააკაშვილის ლობიზმს ეწევიან.

"ეს სიახლე არ არის, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი დეპუტატები, მათი განცხადება არის რეალობას აცდენილი. ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის და მასში არის ძალიან ბევრი სიმპათია სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, რომ ვხედავთ განცხადებებს, სადაც ბევრია პირადი ლობიზმი სააკაშვილისა და ნაკლებია კანონის უზენაესობის პატივისცემა და რაც მთავარია სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა. როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა